მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა.
„ზელენსკის სახელზე შევიტანე სააკაშვილის მიმართვა, რათა მან აღადგინოს სამართლიანობა და დაუბრუნოს უკრაინის მოქალაქეობა“,- წერს ადვოკატი.
მის გვერდზე გამოქვეყნებულია სააკაშვილის მიმართვის ასლი, სადაც ვკითხულობთ:
„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ ზელენსკის აქვს ეჭვის მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების მიზანშეწონილობის შესახებ, მაშინ ზელენსკის შეუძლია, უბრალოდ მისცეს განკარგულება სასაზღვრო სამსახურის უფროსს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აქვს უფლება უკრაინაში ჩავიდეს, რათა შემდეგ სასამართლოში დაიცვას უფლებები.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა 2021 წლამდე აუკრძალა.