მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექიმებმა შეამოწმეს - „სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და სამხედრო კომისარიატში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავია, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალია, რომელიც მუშაობს ძალიან ცუდ პირობებში. საჭიროა სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.