მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. სააკაშვილი ამბობს, რომ იქ მისი დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავს.

შენობის დატოვების შემდეგ ის ერთ-ერთ უკრაინულ არხს პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

“არანაირი სამხედრო შენაერთები კიევის ქუჩებში არ უნდა იყოს, არც აქციებზე, არც ქუჩებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა რადიკალურები ვიქნებით, მშვიდობიანად რადიკალურები. მივალთ მათთან სახლებში და ვეტყვით, რომ უნდა მისცენ ხმა პრეზიდენტის გადაყენებას”,- აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

სააკაშვილმა 18 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოროშენკოს წინააღმდეგ აქცია არა მოხლოდ კიევში, არამედ უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.