მიხეილ სააკაშვილმა 14 დეკემბრის ღონისძიების მონაწილეებს ბანძები უწოდა
მიხეილ სააკაშვილმა 14 დეკემბრის ღონისძიების მონაწილეებს ბანძები უწოდა

ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ბანძებო, რა გეზეიმებათ?! საქართველო იყო მსოფლიო ნომერ პირველი რეფორმატორი და ჩვენ არასდროს გვიზეიმია ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ახალგაზრდებთან შეხვედარზე განაცხადა.

ამ კომენტარით სააკაშვილი გამოეხმაურა 14 დეკემბერს, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას.

„გუშინ იმ ბანძებმა რა იზეიმეს?! ის, რომ ლათინურ ენაში F-ის მერე მოდის G. წინა იყო საფრანგეთი, ახლა არის G. რომ ყოფილიყო ჭ, იქნებოდა სადღაც კიდევ იქით. ჭორვილაც რომ ყოფილიყო, ჭორვილაც იქნებოდა. ეს რამხელა მიღწევაა, რომ ლათინურ ალფავიტში „ეფ“-ის მერე მოდის „ჯი“. ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე. ბანძებო, რა გეზეიმებათ?!. საქართველო იყო მსოფლიო ნომერ პირველი რეფორმატორი და ჩვენ არასდროს გვიზეიმია“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა.