მიხეილ სააკაშვილის თქმით, კიევის ცენტრიდან გარეუბანში გადავიდა საცხოვრებლად
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი ბინა შეიცვალა.
როგორც სააგენტო „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კოსტელნაიას ქუჩიდან, კიევის ცენტრიდან მოშორებით მდებარე ბინაში გადავიდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Fairmont-ის შესასვლელში უთხრა.
„თუ გაინტერესებთ, როგორ მდიდრულად ვცხოვრობ, გეტყვით, რომ მე ვცხოვრობ ცენტრიდან მოშორებით, მოსკოვის მოედნის მახლობლად, 22-ე სართულზე მდებარე ოროთახიან ბინაში“, – უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას აკეთებდა სასტუმროში.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის შედეგად მხოლოდ იმდენი ფული დააგროვა, რომ ოროთახიანი ბინა იქირავოს.
„კოსტელნაიადან უკვე გადავედი, რადგან ეს იყო ოფისი და იქ ვეღარ ვიცხოვრებდით“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასტუმროში ის „უცხოელმა სერიოზულმა სტუმრებმა“ ჩაიზე დაპატიჟეს.