თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.
პროცესზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვით კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის გამო, ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრება.
შესაბამისად, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესი პირველ აგვისტომდე გადადო.
აღნიშნულ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასთან ერთად არის ბრალდებული და მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.