მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ორთოპედი, ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი იკითხება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ორთოპედი, ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი იკითხება.
როგორც ჯეიმს კობიმ აღნიშნა, მან მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს გასიჯნა და პაციენტს მალთაშუა დისკი აქვს დაზიანებული.
„მე მქონდა საშუალება, მიხეილ სააკაშვილის რენტგენის სურათები მენახა და ეს იყო ჩემი საექსპერტო დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი. მე გავსინჯე პაციენტი 8 ოქტომბერს. შეიმჩნეოდა, რომ კისერი იყო გამაგრებული. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამო თავსაც ვერ ხრიდა მარცხნივ. პრაქტიკულად, მარცხენა ხელს ვერ ეყრდნობოდა და ტკივილიც ახლდა. MRI კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იყო ართრიტი. ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი, ასევე MRI-ს კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში.
აღმოჩენილი ართრიტები შეიძლება იყოს შედეგი ტოქსიკური ზემოქმედების. ვერცხლისწყალი ის ელემენტია, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას. მას მალთაშუა დისკი აქვს დაზიანებული. ვფიქრობ, კისრის პრობლემა, მარცხენა მხრისა და სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული. მას სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე და ასევე მარცხენა მხრის სახსარზე. ეს ოპერაციები თუ დროულად არ ჩატარდა, მოძრაობები აქვს გართულებული, ეს კიდევ გართულდება და უფრო ვერ შეძლებს მოძრაობას. ის ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილს კისრის მიდამოში“, – განაცხადა ჯეიმს კობიმ.