მიხეილ სააკაშვილის პარტია რადას ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინამ ნახტომი უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ განცხადება სპეციალურ ვიდეომიმართვაში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
მისვე თქმით, პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება „იმ საერთო ტალღის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აგორდა“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სააკაშვილმა უარი თქვა კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს წინადადებაზე, რომელიც ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პარტია „უდარის“ ხელმძღვანელობას სთავაზობდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.