მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბათუმიდან ჩამოსული მოქალაქე აქციას მართავს
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბათუმიდან ჩამოსული მოქალაქე აქციას მართავს.
როგორც ტარიელ მეკეიძემ განაცხადა, ის ბათუმიდან სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
„ბათუმიდან ჩამოვედი და მხარდამჭერი ვარ სააკაშვილის. ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს აჭარაში, ყველამ უნდა დააფასოს მიშა, დასაფასებელი კაცია. ჭკვიანი, მშენებელი და მშვენებელი კაცია ქვეყნის. ამ ადამიანის ციხეში ყოფნა ეს მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია. ჭკვიანი ადამიანი ვინც არის, იმას იჭერენ და არ ათავისუფლებენ. მე მანამდე ვაპირებ აქ ყოფნას, ვიდრე არ გაათავისუფლებენ. არ ვაპირებ ბათუმში წასვლას, ვიდრე არ გამოუშვებენ. თუ საჭირო იქნება შიმშილობას მეც დავიწყებ, დაველოდები ერთი ორი დღე და ამ სკამზე წამოვწვები, თბილად ვარ ჩაცმული“, – განაცხადა ტარიელ მეკეიძემ.