მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი - რომში შეხვედრაზე ამერიკის დროშით მოვედი, რომელიც უფრო კომპაქტურია, საქართველოს დიდი დროშა მაქვს სტადიონისთვის [ვიდეო]
სააკაშვილთან შეხვედრაზე ამერიკის დროშით მოვედი, რომელიც უფრო კომპაქტურია, საქართველოს დიდი დროშა მაქვს სტადიონისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა მამუკა გომართელმა პირველ არხს კითხვაზე.
მამუკა გომართელის თქმით, ოკლაჰომადან არის ჩამოსული, სადაც ოცდახუთი წელია, ცხოვრობს.
„მინდა, შევხვდე საქართველოს პრეზიდენტს. უნდა ვილაპარაკოთ საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მე მას პირადად არასდროს შევხვედრივარ, სიხარულით მოვედი შესახვედრად“, – განაცხადა მამუკა გომართელმა.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რომში, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ ხვდება.