მიხეილ სააკაშვილს რომში მხარდამჭერები შეხვედრაზე ელოდებიან [ვიდეო]

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ მხარდამჭერები ელოდებიან. შეხვედრის პარალელურად, ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს.

როგორც პირველ არხს ემიგრანტების ნაწილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.