მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში დაანონსებულ “განრისხებულთა მარშზე“, დაახლოებით 300 ადამიანი მივიდა
მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში დაანონსებულ “განრისხებულთა მარშზე“, დაახლოებით 300 ადამიანი მივიდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები კიევის ცენტრში შეიკრიბნენ და პრეზიდენტის იმიპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას ითხოვენ.
„ჩვენ მარშით ჩავივლით სამთავრობო კვარტალში და ჩვენი მოქმედების გეგმას წარვადგენთ. დღითი დღე უფრო მეტნი ვართ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა სააკაშვილმა სიტყვით გამოვლისას.
აქციის მონაწილეები ამჟამად რადას შენობისკენ მიემართებიან. აქტივისტები მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა მიიღონ კანონი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების პროცედურას ამარტივებს.