მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მისი ექსტრადიციისთვის ემზადება
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მისი ექსტრადიციისთვის ემზადება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მისი ექსტრადიციისთვის ემზადება. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, დღეს უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაიმართება სხდომა, სადაც მთავრობა აპირებს, უარი თქვას მისთვის „სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პირის“ სტატუსის შენარჩუნებაზე.

„ამ გზით მთავრობა ქმნის წინაპირობებს, რათა უკრაინის ტერიტორიიდან გამაძევონ. უკრაინის იუსტიციის მინისტრი იტყუება. მათ არ აქვთ ჩემი, უკრაინის მუდმივი მცხოვრების ექსტრადიციის კანონიერი უფლება“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.