მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლე დღეს სათათბიროდ გავა
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დღეს სათათბიროდ გავა. სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე სხდომები დასკვნით ეტაპზეა. ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებს იტყვიან, კოლეგია კი, გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.
ჯერ უცნობია, როდის გამოცხადდება განაჩენი. მიხეილ სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 5 იანვარს გამოუტანა. მას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სააკაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება.
გამოძიების ინფორმაციით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაპირება გასცა სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ოთხი მსჯავრდებული პირის მიხელ ბიბილურიძის, გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავასა და ავთანდილ აფციაურის შეწყალების თაობაზე, რათა სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელი დაეფარებინათ, რაც მოგვიანებით შეასრულა. 2009 წელს სააკაშვილმა ოთხივე პირი შეიწყალა, მათ სასჯელი გაუნახევრდათ და საპატიმრო დაწესებულება მალევე დატოვეს.