სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესები რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალებას ედავებიან.