მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინაში დაბრუნების აკრძალვას გაასაჩივრებენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინაში დაბრუნებაზე დაწესებულ აკრძალვას გაასაჩივრებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ადვოკატებმა სარჩელი ლვოვის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს.
როგორც პარტია „ახალი ძალები მოძრაობაში“ განაცხადეს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.
„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ლვოვის საოლქო სასამართლოს მიმართეს, რათა მან ბათილად ცნოს სააკაშვილისთვის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნების აკრძალვის შესახებ გამოტანილი დადგენილება”, -ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში რომლის ასლიც სააკაშვილის პარტიის საიტზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მიღებულია უკრაინის კანონების დარღვევით.