მიხეილ სააკაშვილი - ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა, დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული
მიხეილ სააკაშვილი - ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა, დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული

ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვენახს ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარულად საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა, იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან უჭირთ ვენახის შენახვა.

26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.