მიხეილ სააკაშვილი - ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე
ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მადლობას უხდის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მისი გათავისუფლების მოთხოვნის რეზოლუციაში შეტანისთვის.
„დიდი მადლობა მსოფლიოში ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაციის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის რეზოლუციაში შეტანისთვის.
ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.