მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას ანტალიაზე უკეთესი სანაპიროს მოწყობას ჰპირდება [ვიდეო]
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ საიმიჯო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უკრაინის აუთვისებელ პოტენციალზე საუბრობს.
სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას ანტალიაზე უკეთესი სანაპირო ზოლის მოწყობას ჰპირდება.
„ეს არის ევროპის უკანასკნელი ხელუხლებელი სანაპიროები. ალბათ თქვენ მათ შესახებ არაფერი გაგიგიათ. სერგეევკის შემდეგ, აქ არის რამდენიმე ათეული კილომეტრი ხელუხლებელი უკრაინული პლაჟები.
ადგილობრივმა სოფლის საბჭოებმა მათი განადგურება და გაყიდვა ჯერ ვერ მოასწრეს იმიტომ რომ აქ უბრალოდ არ მოდიოდა გზა. ღმერთს მადლობა, რომ არ მოდიოდა. ჩენ ავაშენებთ გზებს, სასტუმროებსა და კაზინოებს, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს. აქ გაჩნდება ათასობით სამუშაო ადგილი.
ეს არის უკრაინული მარბელა. ეს არის ახალი უკრაინული ანტალია. ანტალია ასე იწყებოდა. ეს უფრო მაგარია, ვიდრე ანტალია. უბრალოდ უნდა დავიწყოთ განვითარება ინფრასტრუქტურის.
საოცარი სანაპიროები, რომლებიც გარშემორტყმულია ვენახებით, საოცრად გემრიელი ღვინით. ოდესიდან აქ მოსავლელად მხოლოდ საათნახევარი გჭირდებათ.
ვინც რა უნდა თქვას, ეს არის რაღაც, ეს სივრცე და ეს თავისუფლებაა, ეს სილამაზე და საოცრებაა, ხალხო“,- ამბობს სააკაშვილი.