მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ხელისუფლებას არ სურს, რომ მე დავრჩე უკრაინაში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ სურს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე დარჩეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე განაცხადა, უკრაინის მთავრობა ექსტრადირებითს და დაკავებით ემუქრება.
მისივე თქმით, მიიღო მიწვევა რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან, თუმცა არ აპირებს, სადმე გამგზავრებას და უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
გავრცელებულ მიმართვაში ოდესის ყოფილი გუბერნატორი ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კიევის სააპელაციო სასამართლოსთან მისვლას სთხოვს, სადაც სააკაშვილის თქმით, ხვალ მისი უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს.
„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერს და იმ ადამიანებს, ვინც არ არის გულგრილი, მოვიდეს ხვალ სააპელაციო სასამართლოსთან. ბრძოლა აუცილებელია დღესვე”, – აცხადებს სააკაშვილი.