მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან საქართველოში ხალხის გამოსაფხიზლებლად ჩამოვედი და ახლა სწორედ ხალხის გამოღვიძება ხდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში ხალხის გამოსაფხიზლებლად ჩამოვიდა, რადგან, მისი თქმით, საქართველო რუსეთისკენ შებრუნდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ ახლა სწორედ ხალხის გამოღვიძება ხდება.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან კითხვები მისმა ადვოკატმა შეიტანა. „სქაი ნიუსმა“ კითხვებზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები წერილობით მიიღო.
კითხვაზე, რა არის სააკაშვილის გზავნილი დასავლეთში მისი მეგობრების მიმართ, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ შეწყვიტონ ოლიგარქთან დელიკატურობა.