მიხეილ სააკაშვილი - თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება
საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ უკრაინაში უსამართლობის დასრულება. ისინი კრიმინალები არიან. სხვა არაფერს აკეთებენ და პრეზიდენტი ზოგჯერ საზღვარგარეთ დადის დასასვენებლად. ასეთი პრეზიდენტი უნდა გავწიოთ“, – განაცხადა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მოძრაობა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს, ამიტომ უკრიანის ხელისუფლება ყველანაირად ეცდება მისი უკრაინიდან დეპორტაციის დაჩქარებას.
„ რა თქმა უნდა ეს არ არის სასამართლო. თუმცა ხომ ხედავთ, როგორი მხარდამჭერა მაქვს ხალხის. ხალხი ქუჩაში მხედავს, ჩერდება და ასე გამოხატავს მხარდაჭერას, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ქვეყნიდან გამაძევონ, შეიძლება დამიჭირონ, თუმცა ამ მოძრაობას ვერაფერი შეაჩერებს. თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება, საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება“, – აცხადებს სააკაშვილი.
კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.