მიხეილ სააკაშვილი - სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით კაბინეტებიდან უმოკლეს დროში
სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით კაბინეტებიდან უმოკლეს დროში, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს ჟურნალისტებს გააცნო.
„წაგიკითხავთ სააკაშვილის პასუხს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნებოდა ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას. „ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი – „მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა“, სწორედ მე და მელია ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში. ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“, – ეს არის პასუხი. მკაფიო პოზიცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სულ ტყუილად იხარჯებიან, თითქოს დაძაბული ურთიერთობაა მათ შორის“, – განაცხადა ხერხეულიძემ.