მიხეილ სააკაშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს
არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას.
მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან.
ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა.
თქვენ რას ფიქრობთ, ხალხო?“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.