მიხეილ სააკაშვილი - შექმნეს იმიჯი, რომ გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი
მიხეილ სააკაშვილი - შექმნეს იმიჯი, რომ გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი

შექმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას“.

„თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი. კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი ვიყავი შეიძლება და შევიცვალე ბევრ რაღაცაში, მაგრამ ის, რომ ახლა დაღვინდა, კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბევრი გამოცდილება მივიღე ჩვენი შეცდომებით და ბევრი გავიაზრე, მაგრამ საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას და არა უბრალოდ, მომჯდარი, სოლიდური, რისკებს რომ არ იღებს ისეთი ადამიანი. ამიტომ, ვთქვი, რომ არ მინდა არაფერი პრემიერ-მინისტრობა, გავუშვათ წინ ახალგაზრდები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას საკუთარ ვენახში დაბრუნება უნდა და არა თანამდებობა.

„რა მზამზარეული, თანამდებობას გთხოვთ, კაბინეტი მინდა? ჩემს ვენახში მინდა დაბრუნება. თქვენი ქვეყანა დაიბრუნეთ და მეც გამიხარდება თქვენთან ერთად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.