მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში რომ ჩავიდე, ხალხი მთავრობას აღუდგება, მაგრამ ახლა სხვა მიზნები მაქვს
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში რომ ჩავიდე, ხალხი მთავრობას აღუდგება, მაგრამ ახლა სხვა მიზნები მაქვს

ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან კავშირი მაქვს, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა მეწარმეებთან და აქტივისტებთან შეხვედრაზე კიევში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არასდროს შეეკვრება.

„საქართველოს დღეს მართავს გაზპრომის მსხვილი აქციონერი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ეს ფაქტობრივად, პუტინმა გუშინწინდელი პრესკონფერენციის დროს დაადასტურა.

პუტინს არასდროს შევეკვრები, არც იოცნებონ. ვიცი, რომ თავისუფლებისთვის ვიბრძვი და ამით ვამაყობ. საქართველოში რომ ჩავიდე, ქართველი ხალხი აღუდგება მთავრობას, მაგრამ ახლა სხვა მიზნები მაქვს, ჩემი მიზანია, უკრაინაში ვითარება შევცვალო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.