მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად
საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ საქართველო, პირველ რიგში, არის გმირების ქვეყანა. ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოს ისევ სჭირდება გმირობა და თავდადება.
„ჩვენ შულერს დავუჯექით სათამაშოდ და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ახლა დროა, მაგიდა ავუყირაოთ მას. ოლიგარქს სურს, ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე, საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში მთელი მსოფლიოს გასაგონად – არ დაგნებდებით! არ წაგართმევინებთ სამშობლოს! არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქისა და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად! არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში! საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო, პირველ რიგში, არის გმირების ქვეყანა, რომლითაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე! ჩვენს ქვეყანას ისევ სჭირდება გმირობა და თავდადება, ძალა ერთობაშია. ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად. არათუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხავთ მოძალადე რეჟიმს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.