მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში უკრაინის კონსულმა მოინახულა
მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში უკრაინის კონსულმა მოინახულა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში უკრაინის კონსულმა მოინახულა. მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პირობებთან დაკავშირებით საჩივარი არ გამოუთქვამს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის კონსულმა მოინახულა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საქართევლოში, ქალაქ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არსებულ პირობებთან დაკავშირებით საჩივარი არ გამოუთქვამს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო განაგრძობენ სააკაშვილისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას. კონსული ასევე მუშაობს მის ადვოკატებთან“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.​