მიხეილ სააკაშვილი - სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან
ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან? – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა.
სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.
„არის ერთი დეგრადირებული, ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე. ჩემი სირცხვილი, რომ ეგ ჩემი პარტიის წევრი იყო. ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდზე დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა. ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ თავი გამოიჩინა თავისი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ხულოს სამხატვრო გალერეა. ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან?!” – განაცხადა სააკაშვილმა.