მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს უცხოელებმა მიულოცესო, რა არის ეს მონური მენტალიტეტი
უცხოელებმა რომ მიულოცეს, დაწერეს დასკვნები, თქვენ გგონიათ, იანუკოვიჩს არ მიულოცეს? თქვენ გგონიათ, სარგსიანს არ მიულოცეს? რა არის ეს მონური მენტალიტეტი, უცხოელებმა მიულოცეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქჩართვისას განაცხადა.
„უცხოელებმა დაგიწერეს, რომ ყველაფერი მოპარულია, გითხრეს, მწვანე შუქი აგინთეს, თუ რამის თავი გაქვს, გამოდი და გააპროტესტე. თუ არაფრის თავი არ გაქვს, ბურუნდისაც ულოცავენ, ბურკინა ფასოსაც და ასე შემდეგ. არის ქვეყნები, რომ ეგეთი ქვეყნებია, არჩევნებს იპარავენ განწირული არიან სულ სიღარიბეში ყოფნისთვის. ახლა ამერიკას და სხვა ქვეყნებს სხვა პრობლემა აქვს, თავს რატომ შეგვაკლავენ, ვერ გავიგე, თქვენ გგონიათ, ჩვენს გადასაწყვეტს სხვა ვინმე გადაწყვეტს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვება 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლებასაც მიულოცეს.
„თქვენ გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს არ მოულოცეს შევარდნაძეს? და მე რა გავაკეთე, სულ ფეხებზე დავიკიდე იმათი მილოცვა და საქმე ბოლომდე მივიყვანე თქვენთან ერთად, თორემ უკვე საქართველო აღარ იქნებოდა. მაშინაც დაგვიწერეს დასკვნები, ახლა ბევრად უარესი დასკვნები დაწერეს, ვიდრე მაშინ. მაშინ ჩვენ გამოვედით და დავიცავით, ახლა არჩევნების წინაც კითხულობდნენ ელჩები, რომ მოიპარავს ივანიშვილი, არის ქართველი ხალხი მზად, დაიცვას თავისი არჩევანი? ასე მიულოცეს სარგსიანსაც და სამ კვირაში სად იყო სარგსიანი? არსად, გაქცეულია რუსეთში, მგონი. ზუსტად ასევე იქნება საქართველოში, თუ ჩვენ ვიქნებით მაგრად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არ პასიურობს და 16 დეკემბრისთვის ორგანიზებას მოახერხებს.
„მეგობრებო, ჩემი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ. ხელებს არასდროს არ ჩამოვუშებ, მაგრამ 16-ში ძაან მობილიზაცია, ოპოზიცია არ პასიურობს, ჩვენ ვორგანიზდებით და 16-ისთვის ვიქნებით კარგ ფორმაში. შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დავუგზავნეთ, რაც იყო დარღვევები, ბევრი დაღვევა არის აღმოჩენილი და დოკუმენტირებული. ჩვენი აზრით, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.