ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე, კიევში, საკუთარი სახლის სახურავზე გატარებულ პერიოდს იხსენებს, სადაც, მისი თქმით, მასთან მღვდელი ავიდა და დალოცა.
„სახურავზე რომ ვიყავი, ყველა მხრიდან ხომ გარშემორტყმული ვიყავი და საიდანღაც ამოძვრა ჩვენი მოძრაობის აქტივისტი მღვდელი. ვერ ვიცანი, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ანაფორაში დადის. მე ვუთხარი, არ მომეკარო მეთქი და რას ამბობ, ვერ მიცანიო?
ამოვიდა, გამამხნევა, ლოცვები წამიკითხა იქ, იმათ უთხრა, არ მიეკაროთო. ასეთი ხალხია – საიდანღაც გამოძვრა მღვდელი, როგორ შემოვიდა არ ვიცი, უკან ამათ როგორ გამოეპარა, არ ვიცი. მერე მივხვდი, რომ სახანძრო კიბით ამოძვრა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.