მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს - გამოაგზავნეთ სამედიცინო კონსილიუმი, იმედია, ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ხელს ვერ შეგიშლით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს მიმართავს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა.
„მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და, თქვენ გარდა, არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.
იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით“, – აღნიშნავს სააკაშვილი.