მიხეილ სააკაშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, 2007 წელს მართლა შევიდა სპეცრაზმი „იმედში“, მაგრამ ზუსტად ორ-სამ დღეში განაახლა მაუწყებლობა
იყო ეპიზოდი, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, 2007 წელს მართლა შევიდა სპეცრაზმი „იმედში“, მაგრამ ზუსტად ორ-სამ დღეში განაახლა მაუწყებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი პარლამენტში 2005 წელს მისი ინიციატივით შევიდა.
„კანონი, რომლითაც დაცულია „ტვ პირველი“, პარლამენტში 2005 წელს ჩემი ინიციატივით შევიდა. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი. ჩვენ ავიღეთ ყველაზე მაგარი ამერიკული მაგალითები, მაშინ ვიმუშავე გიგა ბოკერიასთან ერთად და ჩემი საპრეზიდენტო ინიციატივით შევიდა ეს კანონი პარლამენტში. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, ასეთი განჩინებები ნამდვილად არ იყო. იყო ერთი ეპიზოდი, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, 2007 წელს მართლა შევიდა სპეცრაზმი „იმედში“, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ზუსტად ორ-სამ დღეში „იმედმა“ მაუწყებლობა განაახლა და მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან, რადგან მინდოდა, ქართველ ხალხს გადაეწყვიტა და ეს არ ყოფილიყო ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტილი. ის, რომ ასეთი წერილი დაგვეწერა, თუ წყაროს არ მოგვცემთ, მოვალთ, შემოვალთ, ხელებს ამოგიგრიხავთ, ეს რა სისულელეა. რამდენი რაღაც გამოვარდნილა, მათ შორის ჩემი საუბრები, მაგრამ სადმე გაგიგიათ, რომ ვინმეს წყაროებზე და იმაზე ყოფილიყო ნადირობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.