მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გამართული აქციის მონაწილეებს საკნიდან მიესალმა [ვიდეო]
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
ციხეში მყოფი სააკაშვილი აქციის მონაწილეებს საკნის ფანჯრიდან მიესალმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.
აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით გაიმართა.