მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი კიევის ცენტრში ბევრი ხალხი შეიკრიბება, იმ დღესვე დავბრუნდები
მოძრაობა “ახალი ძალების” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან newsone -ის ეთერში განაცხადა.
“როგორც კი კიევის ცენტრში ბევრი ხალხი შეიკრიბება, მე აუცილებლად იმ დღესვე დავბრუნდები. ჩავჯდები თვითმფრინავში და უბრალოდ ბორისპოლში ჩავფრინდები. არ გავარღვევ მავთულხლართს” – აცხადებს სააკაშვილი. მისივე თქმით, ამჟამად ევროპის ქვეყნებში დადის და სხვადასხვა ადამიანებს ხვდება.
უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილი უკრაინელების ჯგუფთან აპირებს შეხვედრას, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ტურისტულ ინსტიტუტში სწავლობენ.
სააკაშვილი ამ სტუდენტების გაერთიანებას და უკრაინაში ტურიზმის განვითარების შესახებ სემინარის ჩატარებას გეგმავს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს საქართველოში.