მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ მივეცით საშუალება 2003 წელს შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი, ზუსტად ასევე, 16-ში ხალხმა უნდა თქვას, არ მოგცემთ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები
როგორც არ მივეცით საშუალება 2003 წელს შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი, ზუსტად ასევე, 16-ში ხალხმა უნდა თქვას, არ მოგცემთ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ხვალ იწყება ძალიან დიდი მობილიზაცია და როგორც ჩვენ არ მივეცით საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი და ლეგიტიმაცია მოეხდინა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, ზუსტად ასევე, 16-ში აპირებენ ესენი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, ჩვენ, მშვიდობიანად, წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, არ მოგცემთ თქვენ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ინაუგურაციის ჩაშლის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ნამდვილი არჩევნები.
„არა, მე ვაკეთებ მოწოდებას იმის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოიღვიძოს და თქვას, რომ ქვეყნა ეკუთვნის მას”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხი გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, შემდეგ დაიშალოს და კვლავ შეიკრიბოს.