მიხეილ სააკაშვილი - როცა ვლადიმირ ზელენსკი ფილმს აკეთებდა, სცენარისტს უთხრა, მიხეილ სააკაშვილისგან მთელი ეპიზოდები გადაეწერათ
როცა ვლადიმირ ზელენსკი ფილმს აკეთებდა, თავის სცენარისტს უთხრა და მე ეს ვიცი სცენარისტებისგან, რომ გადაწერეთ მთელი ეპიზოდები სააკაშვილისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ვლადიმირ ზელენსკი მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა უკრაინის პრეზიდენტობისთვის.
„როცა ვლადიმირ ზელენსკი ფილმს აკეთებდა, თავის სცენარისტს უთხრა, მე ეს ვიცი სცენარისტებისგან, რომ გადაწერეთ მთელი ეპიზოდები სააკაშვილისგან, ეს ფაქტია. სიმპათია ყოველთვის ჰქონდა. ის ძალიან ყურადღებით გვაკვირდებოდა მთელი წლები. ზელენსკი მრავალი წელი ემზადებოდა უკრაინის პრეზიდენტობისთვის. ჩვენ რეგიონში გაჩნდა რეგიონული ლიდერი და ზელენკი იქნება ბევრად უფრო მაგარი პრეზიდენტი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მე წავიკითხე, რომ „ქოცები“ ზელენსკის კლოუნს ეძახიან. თქვენ არ გინდათ, ერთ ეგეთი კლოუნი გყავდეთ. ეს არის უნიჭიერესი ტიპი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.