მიხეილ სააკაშვილი - პრემიერობა არ მაინტერესებს, უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა
მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი არც ერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არც ერთი თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა ოპოზიციამ უნდა იპოვოს კონსენსუსური ფიგურები და ჩამოაყალიბოს ეროვნული ერთიანობის მთავრობა.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა ვიპოვოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია, ოპოზიციური ძალების ერთიანობის მთავრობა, რათა დავძლიოთ, „ქართული ოცნების“ მძიმე მემკვიდრეობა და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მე არ მაინტერესებს არც ერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.