მიხეილ სააკაშვილი - ოდესის სასამართლოს შენობიდან გამოგვეკიდა ქალი, რომელიც აგრესიულად იქნევდა ხელებს და არ ეტყობოდა, რომ მოტეხილი ჰქონდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ინციდენტი პროპაგანდად შეაფასა.
„ეს ქალი სასამართლოდან გამოგვეკიდა. ის, ტრუხანოვის მხარდამჭერი ლოზუნგების თანხლებით, ისევე როგორც ტრუხანოვის სხვა მოსყიდული პირები, ოდესიდან ჩვენს გაძევებას ითხოვდა. ამასთან ერთად, ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომლებიც საერთო არ გამოიყურებოდა, როგორც მოტეხილი. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის სასამართლოში არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.