მიხეილ სააკაშვილი - „ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი
„ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ საუბრობს.
„ეგერ, ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამავე საკითხზე „ფეისბუქპოსტი“ გამოაქვეყნა.
„ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე, ფულის გასაკეთებლად. აი, ამ ისრაელელი აფერისტის – „შავი პიარის სპეციალისტის“, რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.