მიხეილ სააკაშვილი - ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი [ვიდეო]
ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.
„მთავარი, რაც მიხარია არის ის, რომ ახალგაზრდობას აინტერესებს პოლიტიკა. ყველაზე მეტად რასაც შევებრძოლებოდი, არის იდეა, რომ საერთოდ პოლიტიკა რა შუაშია, ბინძური საქმეა და გავერიდოთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს.
თუ არ მოგვწონს დღევანდელი პოლიტიკოსები, უნდა ჩაანაცვლო ისინი. არ მოგწონს პოლიტიკოსები, შენ თვითონ გახდი პოლიტიკოსი, არ მოგწონს აქტივისტები, თვითონ გახდი აქტივისტი.
სხვათა შორის, ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ობამამ სწორად თქვა, რომ ლაპარაკის დრო აღარაა, თუ მოგბეზრდათ პოლიტიკოსები, ადექით და თქვენ ხელში აიღეთ, თქვენ თვითონ გახდით და მერე იწუწუნეთ, თუ არ გამოგივათო. მართალია აბსოლუტურად“, – განაცხადა სააკაშვილმა.