მიხეილ სააკაშვილი - ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, ახალ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა გვარამია და ნიკა მელია დიდი ბიჭები არიან, იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, ახალ პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ

ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა „ღამის კომენტართან“ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას, ისაა, რომ ხმები არ დაიკარგოს.

„ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას, არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები, განსაკუთრებით მაღალი გამოცხადების პირობებში. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.