მიხეილ სააკაშვილი - მომეცით საშუალება, ქართველ ხალხს მივმართო, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ამას „ბიბისი“, „ფოქსი“ და სხვები წაიღებენ
უკრაინაში როცა ვიყავი, წინა პრეზიდენტმა სცადა ჩემი გასამართლება, ამაზე სამჯერ პატარა დარბაზში მინიმუმ 50 კამერა იყო, – ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„მე ვარ უკრაინის მოქალაქე. იქ არის 50-მილიონიანი ქვეყანა, სადაც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვარ. უკრაინა ვერ იქნება მხოლოდ ერთ არხზე დამოკიდებული. პირველი არხი რას ამოჭრის, 10 წამს თუ 20-ს, ასე ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მომეცით საშუალება, ქართველ ხალხს მივმართო დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ამას „ბიბისი“, „ფოქსი“ და სხვები წაიღებენ. მე როცა უკრაინაში ვიყავი, წინა პრეზიდენტმა სცადა ჩემი გასამართლება. ამაზე სამჯერ პატარა დარბაზში მინიმუმ 50 კამერა იყო. შეგიძლიათ ნახოთ. აგერ ხატია დეკანოიძე, რომელსაც ახსოვს ეს. ეს არავიში არ იქცევდა განცვიფრებას. რაც ხდება აქ, აფრიკულ ქვეყანაში ვართ თუ ჩრდილო კორეაში? სახელმწიფო არხი, სუს-ი რომელსაც დაჭრის მერე, უკაცრავად, არ ვენდობი. ჩემს ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმით. ლია, თქვენ თვითონ თქვით ორი კვირის წინ მყავდა ორი არხიო ადგილზე, რა დისკრიმინაცია არის ეს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.