მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ სახელმწიფო მოხელეებს, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, იქნება ხელშეუხებელი, არავის ემუქრება სამსახურიდან გაგდება, თუ დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი
ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ისინი არ აპირებენ ნორმალურად არჩევნების ჩატარებას, ისინი აპირებენ საარჩევნო სისტემის მიტაცებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. მინდა, მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, რომ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს არ არის სახელმწიფო სექტორის პარტიული თანამდებობები. სახელმწიფო მოხელეებს უნდა გაფრთხილება და არავის არ ემუქრება სამსახურიდან გაგდება, რა თქმა უნდა, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.