მიხეილ სააკაშვილი მიტინგების ორგანიზებისთვის დაფინანსებას უკრაინის მოქალაქეებს სთხოვს
მიხეილ სააკაშვილი მიტინგების ორგანიზებისთვის დაფინანსებას უკრაინის მოქალაქეებს სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი მიტინგების ორგანიზებისთვის დაფინანსებას უკრაინის მოქალაქეებს სთხოვს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამ მიზნით „ფეისბუქის“ გვერდზე საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები გამოაქვეყნა.

„საპროტესტო მარშის ორგანიზებისთვის ჩვენ გვჭირდება ფლაერების დაბეჭდვა, უნდა დავეხმაროთ ხალხს რეგიონებიდან კიევში ჩამოსვლაში, სცენისა და ხმის აპარატურის დაქირავებაც დაგვჭირდება“, – წერს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი.
შეგახსნებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციის გამართვას 4 თებერვალს გეგმავს.