მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ლაზარე გრიგორიადისს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც გააკეთა
მინდა, ლაზარე გრიგორიადისს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„ლაზარეს, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რაც გააკეთა, თუმცა არ ვიცნობ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ლექსო რაფავას.
„ლექსო რაფავას, რომელსაც არ ვიცნობ და ჩემ გამო ზის ციხეში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ასე გმირულად იტანს უსამართლობას, რომელიც არის მის თავს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. საქმე ეხება 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეც ლაზარე გრიგორიადისი იყო.