მიხეილ სააკაშვილი - მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა, ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით 2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მის გაჩუმებას ზურაბიშვილი ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს.

„ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ, პირველ რიგში, სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?

თუკი ჩვენი მიზანი ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერებაა, ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად ყველაფრისა, ერთიანობას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს სააკაშვილი.