მიხეილ სააკაშვილი - მეტი საქმე არ მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნებს ველოდო ექვსი თვე
არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას, მეტი საქმე არა მაქვს ახლა კიდე ექვსი თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ნურაფრის შეეშინდებათ.
„მეგობრებო, ჩვენო დამკვირვებლობო, ჩვენო აქტივისტებო, უბრალო მოქალაქეებო, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, არ არიან ეგენი ძლიერები, არც უშიშროების აპარატი არა ჰყავთ, არც საბოლოო ჯამში იმდენი ფული არა აქვთ, როგორც წარმოგვიდგენია და მორალურად ბოლომდე გაკოტრებულები არიან. მგონი, ყველა ვხვდებით ამას. აბა, თქვენ იცით, არაფერი არ დაუთმოთ არავის და თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება. ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და გვერდიდან ყურებას, მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას, მეტი საქმე არ მაქვს, ახლა კიდე ექვსი თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას. მაშინ ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს, მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად. ახლა გაუშვით ეს ჩანაწერი თქვენს ბანძ არხებზე, ხალხს ვეუბნები იმას, რასაც ვამბობ ყველასათვის, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო გაიმარჯვებს და ეს არჩევნები მათ წაგებული აქვთ, მიუხედავად იმისა, სად, რომელ შედეგს გაიფორმებენ, თუ შეეცდებიან გაფორმებას. გაფორმდება საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის გამარჯვება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.