მიხეილ სააკაშვილი - მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა
ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იქნება წინა ხაზზე.
„მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს და ნუ ეპყრობით მათ ისე, თითქოს ისინი ჩვეულებრივი მთავრობაა. ისინი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, საქართველოს მტრები, მოღალატეები, ისინი არიან უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე, ამიტომ ჩვენ ყველგან ვმობილიზდებით, ბევრი ახალგაზრდა, ბიზნესმენი, სხვადასხვა ასაკის ხალხი იკრიბება, ძველი მებრძოლები. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა ძალიან ახლოსაა და ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, ასევე თქვენთან ერთად ვიქნები გამარჯვებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.