სააკაშვილი - მაქვს მხოლოდ არსებობის დამადასტურებელი ქაღალდი და პოროშენკო ამის ჩამორთმევასაც ცდილობს
კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.
სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პოროშენკო ცდილობს მისთვის ამ დროისთვის არსებული იდენტობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტის ჩამორთმევას.
“არ მაქვს არც ერთი ქვეყნის პასპორტი. მაქვს მხოლოდ ეს ქაღალდი იმის დასადასტურებლად, რომ ვარსებობ. ახლა პოროშენკოს სასამართლოს სურს, რომ ესეც ჩამომართვას. თუ ისინი დღეს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ ქაღალდის გადადგება შესაძლებელია და მე ფაქტობრივად არ ვიარსებებ”, – განაცხადა სააკაშვილმა.